„საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. „ევროპული საქართველო“ მზად ვართ,ზურასთან ერთად ჩავერთოთ „დესოვიეტიზაციის“ კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე – წარმატება და გამარჯვება შენ.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.