ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მივწერე, რატომ დრტვინავ, სიკვდილის გეშინია-მეთქი” – ბაჩანა ლობჟანიძის მესიჯი ბაჩალიაშვილს

“4 ივლისის მერე მანდ ხდება ასეთი რაღაც: მივწერე, რატომ დრტვინავ, სიკვდილის გეშინია-მეთქი. მომწერა გაკვირვების სმაილები. თუ ადამიანმა ეს თემები არ გააცნობიერა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ადამიანს ეშინია სიკვდილის, რაც არის კაცობიობრიოს დიდი ილუზია. ახლა უბრალოდ მგონია, რომ ფერი იცვალა თამარმა.”

ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....