aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორში კორონავირუსი ჰოსპიტალის ექთანს დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში აცხადებენ, 26 წლის ქალს კორონავირუსი ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. მათივე თქმით, ახალი შემთხვევა არ უკავშირდება ინფიცირებული ექიმ ჰემატოლოგის კონტაქტს, რომელიც ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში აცხადებენ, ხვალიდან ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევის კონტაქტების მოძიებას დაიწყებენ.

იტვირთბა....