რამდენიმე წუთის წინ, სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ, ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალი რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.