“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის მამის ვიდეო ინტერვიუებს აქვეყნებს.
“თქვე არაადამიანებო შეხედეთ ამ კაცს! ინტერვიუს ჩაწერაც ვერ შევძელი! გული გამისკდა” – წერს კილაძე.
ვიდეოში ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საუბრობს, თუ როგორი ადამიანი იყო მისი გარდაცვლილი შვილი და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა შვილზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.
ერთ-ერთი ვიდეოში ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს:
“ძალიან ვუყვარდი თამუნას. თუ ცუდად ვიყავი შემოდიოდა მეკითხებოდა მა, როგორ ხარ… დამირეკავდა: მა, როგორ ხარ?… უჩემოდ ვერ ძლებდა.
ეს უღმერთო ხალხი რომ რაღაცას იგონებს, ღმერთის არ ეშინიათ? ვიტანჯები, ისე ცუდად ვარ. აღარ ვიცი რა გავაკეთო. ყოველ ნაბიჯზე მისი სიტყვები მახსენდება: მა, ხომ კარგი გოგო ვარ… ჩემი სიცოცხლე…“ – ამბობს ვიდეოში ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.