“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი. რაც ამ კომპიტერზე გააკეთეს, იგივე დაგვხვდა აქაც. მგონია, რომ მანქანაშიც ყველაფერი იქნება წაშლილი. ყველანაირ კვალს აქრობენ და ვინ დგას ამის უკან არ ვიცი. ჩათვალეთ, რომ მეც მომკლეს, ისე ვარ.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.