ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კახეთში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში კირონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდან არის და ის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მათივე ინფორმაციით, 27 წლის კაცს ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსის საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და სულ განკურებულთა რაოდენობა 1000-ს შეადგენს.

იტვირთბა....