ვრცელდება ახალქალაქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც გუშინ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს – ვიდეომასალას “პირველი არხი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ვიდეო: