aviabiletebi
მთავარი ციტატა

“6 სახლი პოლიციისა და სპეცრაზმის თანდასწრებით გადაწვეს” – ბუაძე

„ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ მმართველობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სამართალდამცავი და საპოლიციო სისტემა ჩამოშლილია. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვნახეთ გუშინ, როდესაც 6 სახლი პოლიციისა და სპეცრაზმის თანდასწრებით გადაწვეს. ეს არის კრიმინალთან შეზრდილი მმართველობის ლუსტრაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს მივიღეთ. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, თუ რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ თვეებისა და წლების განმავლობაში“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბა ბუაძე, “ლელო საქართველოსთვის” წევრი

ამის შესახებ ბუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....