“სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აღმოჩნდნენ თავის ადგილას, წინსწრებით უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხები. არსად არ იყო ადმინისტრაცია, არსად არ იყო პოლიცია, არსად არ იყო კრიმინალური პოლიცია, სპეცსამსახურები. ხუთი სახლი ისე დაწვეს, ლინჩის წესით ლამის ისე გაუსწორდნენ ადამიანებს და ერთი მოკლეს, რომ კაციშვილი გარეთ არ იყო. რისი მაჩვენებელია ეს – ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ერთი და ის, რომ სტანდარტები არის დამკვიდრებული ხელისუფლების გარკვეული შტოების მხრიდან, რომ ვინც დაახლოებულია მათთან, იარაღის ტრიალიც შეიძლება შერჩეს”
გიგლა ბარამიძე, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი
“რუსთავი 2”
შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.