მთავარი ციტატა

“გავიხსენოთ მკოიანის ფაქტორი, იგი ქალაქში იარაღით დარბოდა პოლიციური წინააღმდეგობის გარეშე”

“ხელისუფლება თვითონ არის ორგანიზებულ დანაშაულთან შეზრდილი. გავიხსენოთ ენზელ მკოიანის ფაქტორი, მათ შორის, როდესაც იგი იარაღით ხელში ყოველგვარი პოლიციური წინააღმდეგობის გარეშე დარბოდა ქალაქში. პირადად მეც პროკურატურაში განცხადება შევიტანე და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის. კანონის აღსრულება როდესაც ასეთი ადამიანების წინაშე არ დგება, ზუსტად ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მივიღეთ. გომელაური, რომელიც შს მინისტრია, არის ივანიშვილის პირადი მსახური”

ხატია დეკანოიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....