aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ახალქალაქში მომხდარი ფაქტი პირდაპირ “რუსული ოცნების” პასუხისმგებლობის საკითხია”

“გუშინ რაც მოხდა ახალქალაქში, ეს არის ძალიან საშიში ფაქტი და გამოვლინება იმ არაფორმალური მმართველობის და ინსტიტუციების მოშლის, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მაშინ, როდესაც უმრავლესობის დეპუტატი, ენზელ მკოიანი იარაღით ხელში იმუქრებოდა და გადაადგილდებოდა, იარაღით ხელში დადის ახალქალაქში და ეს დაუსჯელი რჩება და პირიქით წახალისებულია, მივიღეთ გუშინ ის ფაქტი, რაც მივიღეთ. ეს არის პირდაპირ “რუსული ოცნების” პასუხისმგებლობის საკითხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან სამუშია, “ლელოს” წევრი

TV პირველი

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....