ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა.

საქართველოდან მედვედევის ფეისბუქგვერდი აღარ იძებნება.

სავარაუდოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე Facebook-ის ქართველი მომხმარებლების რეაქცია გახდა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა “ნაძირლების ქმედებებს უპასუხა”.

იტვირთბა....