“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ეს ტელეფონი, რაც კომპიუტერზე გააკეთეს, იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი აღარ მაქვს, იქაც ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, წაშლილი. ყველანაირ კვალს აქრობენ, ვინ დგას ამის უკან… ათას ლაქას გვაწვდიან, ვითომ მე ყოველდღე მთვრალი ვარ, მეორე დღეს წვერი გავიპარსო, ვითომ ბინის დავა გვაქვს… ასეთი ნიჭიერი ბავშვი მომიკლეს, ჩათვალეთ, რომ მეც მომკლეს, ისე ვარ”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა
TV პირველი
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს გუშინ ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.