ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა – რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასულ 24 საათში კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა 149 ადამიანს და მათგან 14 კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე მათი კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთა შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასასვენებლად ჩასული პირიც, რომელიც სამკურნალოდ რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი გადის მკურნალობას. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 134-ია, აქედან 38 გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....