19 ივნისს გადაღებულ ვიდეოში, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე აქვეყნებს, თავად ბაჩანა თამარს ეკითხება, იცის თუ არა, რას ნიშნავს „ლეჰჰეი“.
ტერმინი მოგვიანებით ლობჟანიძემ განამარტა: „ენტე ლეჰჰეია“ ფილოსოფიური ტერმინი. ნიშნავს: შობილს და უშობელს შორის მყოფს. პოსტი ჯორჯ ფლოიდის თემას ეხება და ეს ადამიანი აღმოჩნდა სამართლებრივ და თავის თავს შორის მყოფი“ – აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.