ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კომპიუტერი ხომ გაიხსნა და ტელეფონიც ასე დაგვახვედრეს…” – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

„ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. კომპიუტერი ხომ გაიხსნა და ტელეფონიც ასე დაგვახვედრეს. მოვითხოვეთ, რომ ხელახლა დაილუქოს და ძება დაიწყოს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ოჯახმა გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან დაპირება მიიღო, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„ბატონმა შოთაძემ სიტყვა მოგვცა, რომ თვითონ აიყვანს ამ საქმეს კონტროლზე. ჩვენი მოთხოვნები გულთან მიიტანა კაცმა და პასუხები გაგვცა. ბატონი შოთაძის სიტყვას ვენდობი და მე მგონი, საქმე კარგად წავა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

იტვირთბა....