მთავარი ციტატა

„პროტესტის ნიშნად მონაცემებს აღარ გავეცანი, ხელმეორედ დავალუქინე ტელეფონი”

„პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი. მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. ხელმეორედ უკვე სრულად დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. მივმართე პროკურორს და ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს ლუქის ახსნა და ავტომობილს მაინც არ შეეხონ. არ მესმის რას ემსახურება, როდესაც ვითხოვდი, ყველა დადგენილება ჩემთვის გადმოეცათ, ეს ყველაფერი უნდა შესრულებულიყო გამოძიების მიერ. როდესაც არ მეუბნები მობილურის ექსპერტიზის დაწყების შესახებ და ამას მიმალავ, ეს უკვე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. რატომ უნდა დამიმალო?! ეს ბევრ კითხვას აჩენს და აღარ არის ამ კითხვების დრო“

მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

იტვირთბა....