“ივანიშვილის ხროვას ეძლევა საშუალება, ახალი მილიარდები გააკეთოს რუსეთთან ბიზნესვაჭრობით ჩვენი უბედურების ხარჯზე. ესაა მთელი მათი დამსახურება ნატოსთან მიახლოების დარგში. ისე არიან შუაში ეს ხელისუფლება ნატოსთან მიახლოებაში, როგორც მე ვარ ამ წუთში ტაილანდის მეფე”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
TV პირველი
შეგახსენებთ, “საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი” – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.