“ყოველთვის, ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, 8 აგვისტოს გამოდიოდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და, შესაბამისად, ჩვენც 8 აგვისტოს გამოვედით სასაფლაოზე”
კახა კალაძე, თბილისის მერი
ამის შესახებ კახა კალაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, თუ რატომ გავიდნენ სასაფლაოზე ხელისუფლების წევრები 7 აგვისტოს ნაცვლად 8 აგვისტოს.
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.