aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით” – ბურჯანაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის დამაქცეველი რეალობა გამოსწორდეს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა. მძიმეა, პირველ რიგში, ადამიანურად, პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად. მინდა, მოვიგონო ყველა დაღუპული, მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს. ახლა ვესაუბრე გარდაცვლილთა დედებს, მათ გულისტკივილს ემატება ისიც, რომ ისინი იმ ყურადღებას და დაფასებას ვერ გრძნობენ, რაც სჭირდებათ. რაც მთავარია, 12 წლის შემდეგ ვერანაირ წინსვლას ვერ გრძნობენ. ერთმა ქალბატონმა მითხრა: დღესაც გრძელდება ის, რის გამოც ეს ბიჭები დაიღუპნენ და ამაზე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებსო; როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთო.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით. ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს გამოსწორდეს. მე რაც ვიცი, რა კონტაქტებიც მაქვს და რაც შემიძლია, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის რეალობა, რაც ქვეყნისთვის დამაქცეველია, გამოსწორდეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

იტვირთბა....