aviabiletebi
მთავარი ციტატა

“დღეს საქართველო არ არის ღირსეული…” – 12 წელი აგვისტოს ომიდან

“ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველდღიურად გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყოველდღიურად ამას ვხედავთ. ეს არის მათი არაპატივისცემა, მათი დავიწყება. ისინი თუ მოკვდნენ, მოკვდნენ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

“მთავარი არხი”

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

იტვირთბა....