ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ეზუგბაია ინფიცირების ახალ წყაროებს ასახელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1213 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა მხოლოდ სამი და არის 1216 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ ორით გაიზარდა და ჯამში, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 996-ია. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში 241 ინფიცირებული მკურნალობს.

გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 82-ია. სამივე ახალი შემთხვევა გახლავთ შემოტანილი. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა. გუშინ გვყავდა 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ახალი პაციენტი არ დაგვმატებია, არც გამოჯანმრთელებულა. ინფექციურში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....