aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე – ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ორი სახე აქვს – ერთ-ერთი სახე არის ის, როდესაც სააკაშვილი სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას გარბის ბრძოლის ველიდან.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე – ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახე, როდესაც გუშინ ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს.

შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა. რაც მან გუშინ გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

 

იტვირთბა....