ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120-ს შეადგენს. მათგან 37 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, 40 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი სახლებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.