„ბაჩანა ლობჟანიძე ზოგადად ძალიან უცნაურად გამოჩნდა და ორი სიტყვით ვიტყვი, ვიდრე მის შესახებ საზოგადოება საჯაროდ გაიგებდა, კომპანია „ზეგსაც“ წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და აინტერესებდა ჩვენგან ინფორმაცია. პლუს, თამუნას მეგობარმა გუშინ იგივე დაადასტურა ინტერვიუში. ეს ადამიანი თავისი ფეხით დადის გამოძიებაში და ეხვეწება დამკითხეთო, შეაწუხა გამომძიებლებიც. მასზე ბევრ ვერაფერს ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, ნახევარს ვერც ვიგებ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ მივყვები, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უნარი, ალბათ, უმეტესობა ასე არის.”
მამუკა ჭაბაშვილი – კომპანია “ზეგ”-ის ადვოკატი
აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.