aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი – პუტინი და სააკაშვილი” – კობახიძე

“ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი

ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან განცხადება გააკეთა:

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

იტვირთბა....