“რაც გავააქტიურე “ზეგ”-ის თემა და მივეცი ჩვენება პორნოსაიტთან დაკავშირებით, პროკურორი თავზე დამადგა და დიდი “მოწოლით” მეკითხებოდა თუ ვინ იყო ის პიროვნება, ვისგანაც მე ეს ინფორმაცია გავიგე. ვუთხარი, რომ პროფესიული ცოდნით თავად შევიტყვე-მეთქი. ეს პროკურორი იყო მარიამ გოგორელიანი, თუ არ ვცდები. გაკვირვება შევატყვე, რომ მე ინფორმაციას ვფლობდი.”
ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.