“გახარიას ეს განცხადება, ისევე, როგორც ივანიშვილის კლოუნების სხვა განცხადებები, არის აბსოლუტურად არაორაზროვანი და სამარცხვინო მცდელობა. ასეთ მძიმე დღეს იმის მაგივრად, რომ პირველ რიგში ხელისუფლებისგან იყოს საერთო მტრის წინააღმდეგ საზოგადოების და, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის გზავნილი, ამ დღესაც კი ბინძური, სულელური და ცილისმწამებლური თავდასხმაა პოლიტიკურ ოპონენტებზე და იმის ვერ გაგება, რომ ამით საკუთარ ქვეყანას ურტყამ.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ბოკერია ტვ პირველთან ინტერვიუში აგვისტოს ომზე საქართველოს პრემიერინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გახარიამ დღეს, 7 აგვისტოს თქვა, რომ “ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.”