“გახარიამ კვლავ რუსული ნარატივი გაიმეორა. ეს ხელისუფლება მკაფიოდ ერთ რამეზე უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ სძულს მას, როგორც მტერი – პუტინი თუ წინა ხელისუფლება? შემირცხვენია ყველა, ვინც პოლიტიკაშია და წინა ხელისუფლება და პოლიტიკური ოპონენტი უფრო მეტად სძულს, ვიდრე საქართველოს თავისუფლების რეალური მტერი – პუტინის რუსეთი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ “ტვ პირველს” განუცხადა.