“იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ამაზე მივეცით საბოლოო გაფრთხილება და რჩევა. პასუხად დაველოდები შედეგს. პასუხი ყოველთვის არის ‘დიახ’, მაგრამ შედეგი არის საპირისპირო.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.