ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საიდან და როგორ აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის ანგარიშზე 75 ათასი ლარი – იურისტის განმარტება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ისინი უწყებაში გამოძიების მიმდინარეობას გაეცნენ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ კითხვები საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან და თამარის მანქანაში აღმოჩენილ წერილთან დაკავშირებით ჰქონდათ.

რამიშვილის განმარტებით, მათ უწყებიდან მიიღეს პასუხი, რომ თანხა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე ერთჯერადად არ დარიცხულა. მან თანხა ეტაპობრივად გამოიმუშავა.

რაც შეეხება წერილს, უფლებადამცველისთვის საინტერესოა ის დეტალი – კონკრეტულად როდის დაწერა თამარმა წერილი. რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად საქმეში არსებულ ჩვენებებსაც გაეცნო.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იტვირთბა....