“ზუგდიდში განსაკუთრებით იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე და ოკუპაციის ცოდვა, აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ მთავარი ბრძოლა მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველოს დღეს მართავს ადამიანი, რომელიც არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, საზოგადოებრივად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. ივანიშვილის პირობებში საქართველო ვერ დააღწევს თავს პირველი – საბჭოთა მენტალობას და საბჭოთა ტრადიციას და მეორე – რუსეთის ორბიტას.
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გგი იგილავამ ჟურნალისტებტან რუსულ აგრესიაზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა, 12 წელი გავიდა.