“ლეიბორისტულმა პარტიამ” მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი, წარადგინა. კანდიდატის თქმით, ის ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.
“ეს ის ადგილია, სადაც 1 წლის წინ ხელისუფლების ზონდერები დაგვიპირისპირდნენ. სწორედ ამ ადგილიდან, მე მინდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. მინდა, ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თითოეული ოჯახი და აქ მცხოვრებ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არ არის” – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიიდან კენჭს შალვა კერესელიძე იქნება. ამავე ოლქში