ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“10 აგვისტოდან დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი” – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემო ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

იტვირთბა....