aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლერი სულაბერიძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი, დავით მურვანიძე დააკავეს. გამოძიება დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, თუმცა მურვანიძე ბრალს არ აღიარებს.

“ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა- მოხმარებაზე და შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. კონკრეტული პირის მიმართ სურდათ მიეღოთ სასურველი ჩვენება. ავტომობილიდან არაფერი ამოუღიათ, არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. არ ვიცი რის საფუძველზეა დაკავებული აღნიშნული მუხლით, დავუტოვე განცხადება მასალების გადმოცემაზე,” – აცხადებს ადვოკატი თემურ ადონია.

ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი ღლონტიმ  განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლერი სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

იტვირთბა....