“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებს რაც შეეხება, მაქ ჩემი მოკრძალებული აზრით არის ასეთი ამბავი.
თავიდან ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მასმედიამ გამოავლინა გამოძიების დროს დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და საქმის ჩაფარცხვის შესაძლო მცდელობები.
მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი პოლიტიკური დაპირისპირების მარაზმატულ ფორმებში უნდა გადაიზარდოს?
ჯერ იყო და ოპოზიციურ მედიაში ჩათვალეს, რომ ამ საქმეებიდან რაღაც გირგვლიანის თუ ციხის კადრების მაგვარი გამოიძერწებოდა და გამოძიების დეტალების წაღმა-უკუღმა ტრიალით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ქოცები ნაცებზე უფრო სისხლისმსმელები არიან.
ამ მცდელობებს, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა ხელისუფლებისა და სრულიად საქოცეთისთვის ტიპიური და დამახასიათებელი რეაქცია. კერძოდ, ეს კრიმინალური შემთხვევები გადავიდა ნაცებთან საღვთო ომის და წმინდათაწმინდა ბრძოლის განზომილებაში, რის შედეგადაც გამოძიების არაკვალიფიციურობის ხარისხმა კიდევ უფრო იმატა, ხოლო სახელისუფლო ტროლ-ბოტები და ათასხუთასლარიანი ექსპერტები უკვე სერიოზულად ითხოვენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც აკრძალავდა ოპოზიციურ მედიას და პირადად გვარამიას და ელისო კილაძეს
ამასობაში კი არჩევნებიც კარს მოგვადგა”, – წერს ზურაბიშვილი.