ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს თამარის აკრეფილია” – ვისი ბრაუზიერით მოხდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერში შეღწევა

“თუ ეს ინფორმაცია ამოღებულია თამარის ლეპტოპის ბრაუზერის ისტორიიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს თამარის აკრეფილია და მის მიერ მოხდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მოხდეს, გვჭირდება თამარის გუგლის ანგარიში ანუ მისი პაროლი. პაროლის შეცვლა შეიძლება მისი მობილურის საშუალებით. ბრაუზერის ისტორია არ ადასტურებს, რომ მე ამა და ამ წამს შევიყვანე რაღაც ტექსტი, იქნებ სხვა დროს არის შეყვანილი ან სხვამ შეიყვანა? შეიძლება სხვა კომპიუტერიდან მოხდა თამარის  ბრაუზერში შეღწევა.”

ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

მის შესახებ მან სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

იტვირთბა....