ახალი ამბები მედია საზოგადოება

გამოვლინდა კორონვირუსის 7 ახალი შემთხვევა, 7 გამოჯანმთელდა – ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-ს შეადგენს. ასევე, გამოჯანრთელდა 7 ადამიანი და ჯამში, გამოჯანმთელებულთა რაოდენობა 994-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....