2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:
ნიკა მელია – თბილისი (გლდანი)
ლევან ხაბეიშვილი – თბილისი (სამგორი)
დავით კირკიტაძე – რუსთავი
გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი
აზერ სულეიმანოვი – მარნეული
ხატია დეკანოიძე – თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი
ლევან ბეჟაშვილი – გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო
გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
ბადრი ბასიშვილი – გორი-კასპი
ვაჟა ჩიტიშვილი – ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი
მელიქ რაისიანი – ახალქალაქი-ნინოწმინდა
დევი ჭანკოტაძე – სამტრედია- წყალტუბო
ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.