aviabiletebi
ახალი ამბები

“ დღეს გაახსენდა გახარიას, რომ ვიღაცას შვილი ჰყოლია და თურმე იმის შვილს შია, ცივა და სწყურია” – ხაბეიშვილი

“არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და დღეს გაახსენდა გიორგი გახარიას, რომ ოჯახებში პატარა ბავშვები არიან, ვიღაცას შვილი ჰყოლია და თურმე იმის შვილს შია, ცივა და სწყურია. დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე სტუდენტებს სტატუსი აქვთ შეჩერებული. არადა, საუბარია 40 ათასამდე სტუდენტზე, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და მათ დიდ ნაწილს, 80%-ს სწორედ საფასურის გადაუხდელობის გამო. ეს პანდემიამდეც ასე იყო.

სექტემბერში მოგცემთ დახმარებასო, გვეუბნებიან, არადა, თებერვლიდან არის ამ ქვეყანაში პანდემია.

ეს არჩევნებზეა გათვლილი. აქამდე გინახავთ, რომ ჯარზე ესაუბროს, სტუდენტებზე ესაუბროთ, ბავშვები გახსენებოდათ?“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ხაბეიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ამის შესახებ ხაბეიშვილმა “პალოტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....