“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გრძელ ვადაზე არ ფიქრობს. თქვენ გგონიათ თვითონ ვერ ხვდებიან ამით რამხელა ეკონომიკურ ზიანს აყენებენ ქვეყანას?! ახლა გადავაგორო და მერე რა იქნება მერე ვიფიქრებო, ასე ფიქრობს ახლა. ეს პოლიტიკა რომ მოდი, მე დღეს თევზი ვაჭამო ადამიანს და დღეს მყავდეს მაძღარი, კმაყოფილი, ხმა მომცეს დღეს და ხვალ თუ გინდა შიმშილით მომკვდარა, ასეთი პოლიტიკა ტარდება.”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
მან მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპი შეაფასა.