ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა საქართველოს მთავრობა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მაძევებთ!” – ანიტა რაჭველიშვილი

ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოში პანდემიის მიმართ რეგულაციებზე და ზოგადად, დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, 2 კვირიანი იზოლაციისა და კოვიდის ტესტის შემდეგ, მას სურდა კონცერტი ჩაეტარებინა მისი საყვარელი მსმენელისთვის “უღრან ტყეში”, სადაც ბოლო დროს, ულამაზეს საღამოებს მართავენ მუსიკოსები.

“ეს ყველაფერი არ გამოვა სამწუხაროდ, რადგან არ ვარ თანახმა, რომ ჩემი უფლებები ირღვეოდეს და რაღაც სასტუმროს ერთ პატარა ოთახში გამოვიკეტოთ თავი მე და ჩემმა მეუღლემ” – წერს ანიტა რაჭველიშვილი-მაისურაძე.

მისი განცხადებით, ეს არის დიქტატურის უმაღლესი, ფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობა ნერგავს ქვეყანაში.

გთავაზობთ ცნობილი მომღერლის პათოსის სრულ ვერსიას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომელსაც საკმაოდ ბევრი უჭერს მხარს.

“10 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავით! ორი კვირა თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა სახლში სადაც მხოლოდ მე, ოთო, ფრენკი, სუზი და ბევრი ეზოს კატა ცხოვრობს! ტესტი უნდა გაგვეკეთებინა საკუთარი ხარჯებით, თუნდაც ყოველ დღე ამ ორი კვირის განმავლობაში, რათა დავრწმუნებულიყავით რომ არ გვაქვს კოვიდი. 2 კვირიანი იზოლაციისა და კოვიდის ტესტის მერე მინდოდა კონცერტი ჩამეტარებინა ჩემი საყვარელი მსმენელისთვის “უღრან ტყეში”, სადაც ბოლო დროს, ულამაზეს საღამოებს მართავენ მუსიკოსები.
ეს ყველაფერი არ გამოვა სამწუხაროდ, რადგან არ ვარ თანახმა, რომ ჩემი უფლებები ირღვეოდეს და რაღაც სასტუმროს ერთ პატარა ოთახში გამოვიკეტოთ თავი მე და ჩემმა მეუღლემ ფრენკის გარეშე და კაცმა არ იცის რა პირობებში,იმიტომ რომ არ ვარ თანახმა რომ გავრისკო კარანტინში,დაავადების რისკი იქ უფრო დიდია ასე მგონია!
თვითიზოლაცია ჩვენს საკუთარ სახლში სადაც კამერები დგას და შეძლებდნენ გაეგოთ რომ ნამდვილად არსად არ გავდგავდი ფეხს, თუმცა გადაწყვიტეს რომ საკუთარ ქვეყანაში არ უნდა დავბრუნდე! ჩემს საყვარელ საქართველოში! და იძულებული ვარ დავრჩე იქ სადაც ვარ ეხლა! მადლობა საქართველოს მთავრობა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მაძევებთ! დიქტატურის უმაღლესი ფორმაა ეს!” – წერს ანიტა რაჭველიშვილი-მაისურაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

იტვირთბა....