“როდესად გაერთიანებული ოპოზიცია, არა მარტო “ნაციონალური მოძრაობა”, ხაზს ვუსვამ გაერთიანებული ოპოზიცია გავა არჩევნებზე, ჩვენ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ არამარტო ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოვანი კაბინეტი.”
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში შეიკრიბა. სხდომა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის გეგმები იყო. მათ შორის განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის საკითხიც.