aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფთიაქში სითხეში მოთავსებულ მკვდარ ხვლიკებს კორონავირუსის წამლად ასაღებდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვში, ერთ-ერთი აფთიაქიდან ამოიღეს წამლები, რომლებიც ლიცენზიის დარღვევით იყო წარმოებული. მათ შორის იყო გაურკვეველი წარმომავლობის სუბსტანციის სითხეები, შიგნით მოთავსებული მკვდარი რეპტილიებით, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ასაღებდნენ.

აფთიაქის წარმომადგენლების განცხადებით, ხვლიკზე დამზადებული წამლის მიღების შემდეგ ადამიანს კორონავირუსი აღარ ემართება. სითხე, რომელშიც მკვდარი ხვლიკები იყო მოთავსებული, უნიკალური თვისებებით ხასიათდებოდა, განსაკუთრებით რეკომენდებული იყო ბავშვებისთვის და ის თითქმის ნებისმიერ დაავადებას კურნავდა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გაურკვეველი წარმომავლობის წამლები ამოიღეს, თუმცა, სითხე რეპტილიებით აფთიაქის წარმომადგენელმა გაანადგურა, რომ მათი ექსპერტიზა არ მომხდარიყო. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

იტვირთბა....