aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყარაჯალარში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილები დაწესებულ კარანტინს აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელი უკვე მე-14 დღეა, კარანტინში იმყოფება, დღეს კარანტინის ვადა ამოიწურა და შესაბამისად, საკარანტინო შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

ადგილზე გარდაბნის მერი რამაზ ბუდაგაშვილი მივიდა. მოსახლეობასა და მერს შორის მწვავე შელაპარაკება დაიწყო. მერმა გამოაცხადა, რომ სოფელში 1500 მაცხოვრებელია, რომელთაც ტესტირება უნდა გაიარონ და ამ ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა სოფელი ყარაჯალარი. საბოლოოდ, აქცია პოლიციამ დაშალა.

იტვირთბა....