ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბაჩალიაშვილის ლეპტოპი კომპანია”ზეგ”-ის საკუთრებაა. სისტემიდან მისი გასუფთავების შანსი რამდენია?!” – კილაძე

“თამუნა ბაჩალიაშვილის ლეპტოპი კომპანია”ზეგ”-ის საკუთრებაა -ანუ ეს ნივთი იყო სამსახური. შესაძლებელია იქ ფეისბუქი არ ქონდა,მაგრამ სამუშაო ფაილებიც არა?! საერთოდ არაფერი? კომპანიის სისტემიდან ლეპტოპის გასუფთავების შანსი რამდენია?! სპეციალისტების აზრი იქნებოდა საინტერესო.”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....