“საქმის მასალებზე ჩვენი წვდომა შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რა ფარგლებითაც ბრალდებულებს მიუწვდებათ საქმის მასალებზე ხელი. აქედან გამომდინარე მკვლელობის ნაწილშიც გვჭირდება დაზარალებულის სტატუსი და ბუნებრივია ვიდრე არ წარედგინებათ ბრალდება, რომ კვალიფიკაცია უკვე გარკვეული იყოს, მანამდე ჩვენ აქაც ვერ გვექნება წვდომა. ბუნებრივია საგამოძიებო უწყებებთან ვურთიერთობთ, გვაქვს ვერსიების გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად მკვლელობის ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მასალებზე გაქვს წვდომა.”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.