სამონასტრო კომპლექს ანანურთან მდებარე ობიექტებზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არდაცვლილია მძღოლი და ქვეითი, რომელიც სავაჭრო ობიექტზე იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექსვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.