ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით” – მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას ტურიზმის გამო არ ელოდებიან.

მისივე თქმით, ტურიზმი წლის ბოლომდე ნაწილობრივაც ვერ აღდგება.

„ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. იცით, რომ 1-ელი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....